![]() |
- "ალბუს დამბლდორი არც პატივმოყვარე გახლდათ და არც თვითკმაყოფილი; შეეძლო, ნებისმიერ ადამიანში ეპოვა თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ დასაფასებელი თვისება. ჩემი აზრით, ადრეულ ასაკში ახლობლების დაკარგვამ დიდი ჰუმანურობა და თანაგრძნობის უნარი შესძინა. ვერც კი გამოვთქვამ, ისე დამაკლდება შისი მეგობრობა, მაგრამ ჩემი დანაკარგი არაფერია ჯადოქართა სამყაროს დანაკარგთან შედარებით. იგი, უდავოდ, ჰოგვორტსის ყველაზე გამორჩეული და საყვარელი დირექტორი იყო, კეთილი, მამაცი და ყოველთვის მზადმყოფი, სელი დაუფიქრებლად გაენოდებინა დრაკონის ყვავილით სახედაკენკილი ბიჭუნასათვისაც კი ეს თვისება გააჩნდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა პირველად შევხვდი მას."
- —ალბუდ დამბლდორის გახსენება[წყარო]
პროფესორი ალბუს პერსივალ ვულფრიკ ბრაიან დამბლდორი, მ.ო. (პირველი კლასი), მაგთა შორის უზენაესი, ჯადოქრობის დოქტორი, ჯადოქრობის მაგისტრი, მაგიის ბაკალავრი[19] (დაახლ.1881 წლის ზაფხული[1] [3] – 30 ივნისი, 1997[3]) იყო ინგლისელი შერეულსისხლიანი ჯადოქარი, ბნელი ძალებისგან თავდაცვის ხელოვნების პროფესორი, მოგვიანებით ტრანსფიგურაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ჯადოქართა საერთაშორისო კონფედერაციის წევრი (?–1995) და ვიზენგამოტის უმაღლესი მსაჯული (?–1995; 1996–1997). ითვლებოდა თავისი, შესაძლოა — ყველა დროის უდიდეს ჯადოქრად. მისი მშობლები იყვნენ პერსივალ და კენდრა დამბლდორები. აგრეთვე ჰყავდა უმცროსი და-ძმა, აბერფორთი და არიანა. მამა აზკაბანში პატიმრობისას დაიღუპა, როდესაც ალბუსი ჯერ პატარა იყო, ხოლო დედა და და შემთხვევით მოკლეს. ასეთ ადრეულ ასაკში დანაკარგებმა მასზე დიდი გავლენა იქონიეს და უკეთეს პიროვნებად აქციეს.
მართალია, თავდაპირველად, გელერტ გრინდელვალდს წარსულში მეგობრობის გამო ვერ ებრძოდა, მან ნიუ-იორკში გააგზავნა ნიუტ სკამანდერი, რომელსაც დაავალა ქარიშხალა ფრენკის გათავისუფლება. ნიუტი მისი მითითებით აგრეთვე პარიზში გაემგზავრა, სადაც კრიდენს ბერბონი უნდა გადაერჩინა. პარიზში ლეტა ლესტრეინჯის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ ალბუსმა გადაწყვიტა, უფრო მეტი წვლილი შეეტანა გრინდელვალდთან ბრძოლაში, რომელშიც აგრეთვე ჩაერთვნენ ნიუტი, თესეუსი, ტინა, იაკობი, იუსუფი და ნაგინი. თუმცა, დამბლდორისგან ფარულად, გელერტმა უკანასკნელის იდუმალი ნათესავი, აურელიუს დამბლდორი მის წინააღმდეგ გამოიყენა.
გლობალური ჯადოქრული ომის შემდეგ დამბლდორმა სახელი გაითქვა, როგორც ადამიანმა, რომელმაც გრინდელვალდი დაამარცხა, აღმოაჩინა დრაკონის სისხლის გამოყენების თორმეტი მეთოდი და ჩაატარა კვლევები ალქიმიაში ნიკოლას ფლამელთან ერთად.
სწორედ დამბლდორის ინიციატივით ჩამოყალიბდა ლორდ ვოლდემორის საწინააღმდეგო მოძრაობა, ვინაიდან მან პირველი ჯადოქრული ომის დროს დააარსა ფენიქსის ორდენი. ვოლდემორის მოულოდნელი დაბრუნების, მეორე ჯადოქრული ომის დაწყების და კორნელიუს ფაჯის თანამდებობიდან წასვლის შემდგომ დამბლდორმა სწრაფად შეკრიბა მეორე ფენიქსის ორდენი. იგი ეხმარებოდა ჯეიკობის დედმამიშვილს ამ უკანასკნელი მიერ დაწყევლილი საცავის ძიებაში, ისევე, როგორც ჰარის, რონს და ჰერმიონს — ჰოგვორტსში სწავლის პირველი ექვსი წლის განმავლობაში. მოგვიანებით მათ მის პატივსაგებად საკუთარ რაზმს დამბლდორის არმია უწოდეს.
ვინაიდან ბრძენი იყო და ლეგენდარულ ძალას ფლობდა, იქცა ერთადერთ ჯადოქრად, რომელსაც ვოლდემორი უფრთხოდა. 1945—1997 წლებში უძლეველი ჯოხის ბატონი იყო და ბევრი მას ჰოგვორტსის უდიდეს დირექტორად თვლიდა. როდესაც იგრძნო, რომ დაწყევლილი ბეჭედი მას შეიწირავდა, საკუთარი სიკვდილი სევერუს სნეიპთან ერთად დაგეგმა. ამ ჩანაფიქრით, სნეიპმა იგი ასტრონომიის კოშკში მოკლა.
მართალია, დაიღუპა, მის მიერ განხორციელებული გეგმით ვოლდემორი საბოლოოდ დამარცხდა და განადგურდა და ჯადოქრულ სამყაროში მშვიდობამ დაისადგურა. დამბლდორი იყო ერთადერთი დირექტორი, რომელიც ჰოგვორტსში პატივით დამარხეს. მისი პორტრეტი სკოლაში ეკიდა. ჰარიმ თავის მეორე ვაჟს მოგვიანებით მის და სნეიპის პატივსაცემად ალბუს სევერუსი დაარქვა.
გამოჩენები
- „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ (პირველი გამოჩენა)
- „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა (ფილმი)“
- „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა (ვიდეოთამაში)“
- „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“
- „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი (ფილმი)“
- „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი (ვიდეოთამაში)“
- „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“
- „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე (ფილმი)“
- „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე (ვიდეოთამაში)“
- „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი“
- „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი (ფილმი)“
- „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი (ვიდეოთამაში)“
- „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“
- „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი (ფილმი)“
- „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი (ვიდეოთამაში)“
- „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“
- „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი (ფილმი)“
- „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი (ვიდეოთამაში)“
- „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“ (როგორც ცხედარი, სული ან მოჩვენება და პორტრეტებზე)
- „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი 1“ (როგორც ცხედარი, სული ან მოჩვენება და მოგონებებში)
- „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი 1 (ვიდეოთამაში)“ (ჩნდება როგორც მოჩვენება ან სული)
- „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი 2“ (ჩნდება როგორც მოჩვენება ან სული)
- „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი 2 (ვიდეოთამაში)“ (ჩნდება როგორც მოჩვენება ან სული)
- „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ (პორტრეტებზე)
- „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი (პიესა)“ (პორტრეტებზე)
- „მგოსანი ბიდლის ზღაპრები“ (წინასიტყვაობა და შენიშვნები)
- „ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“ (2001 წლის გამოცემის წინასიტყვაობა, ნახსენებია 2017 წლის გამოცემაში)
- „ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი (ფილმი)“ (მხოლოდ ხსენება)
- „ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაულები“
- „ჯადოსნური ცხოველები 3“
- „ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია“ (წინასიტყვაობა)
- „ჰარი პოტერი: გასაშლელი წიგნი“
- „თვის ჯადოქარი“
- „ჰარი პოტერი: ქვიდიჩის მსოფლიო თასი“
- „LEGO Harry Potter“
- „LEGO Harry Potter: Years 1-4“
- „LEGO Harry Potter: Years 5-7“
- „LEGO Creator: Harry Potter“
- „LEGO Harry Potter: ჯადოსნური სამყაროს შექმნა“
- „LEGO Harry Potter: ჯადოსნური სამყაროს პერსონაჟები“
- „ჰარი პოტერი Kinect-ისთვის“
- „ჰარი პოტერი და აკრძალული მოგზაურობა“
- Pottermore-ზე
- Wizarding World-ზე
- „ჰარი პოტერის საკოლექციო ბარათების თამაში“
- „ჰარი პოტერის შექმნა“
- “LEGO-ს ფილმი“
- „ჰარი პოტერი: არსებების საცავი“ (მხოლოდ ხსენება)
- „LEGO Dimensions“
- ჰარი პოტერი: ჰოგვორტსის საიდუმლო
- „ჰარი პოტერის მხატვრობა: გრაფიკული დიზაინის მინიწიგნი“
- „ჰარი პოტერი: ჯადოქრების გაერთიანება“
შენიშვნები და სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“, თავი 18 („ალბუს დამბლდორის ცხოვრება და სიცრუე“) - როდესაც დამბლდორმა ჰოგვორტსი დატოვა, 18 წლის იყო. ვინაიდან მისი დაბადების დღე არ დაემთხვა პერიოდს 1 სექტემბრიდან ივნისის შუა რიცხვებამდე, აშკარაა, რომ იგი ზაფხულში დაიბადა, შესაძლოა — ივლისში ან აგვისტოში, ვინაიდან ჯერ კიდევ 17-ს იყო, როდესაც გელერტ გრინდელვალდს დაუმეგობრდა.
- ↑ „ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაულები — ორიგინალური სცენარი“, სცენა 27 - ფილმი აღწერს გელერტ გრინდელვალდის გაქცევიდან სამი თვის შემდეგ მიმდინარე მოვლენებს. 1927 წლის 30 მაისს ალბუსი ჯერ კიდევ 45 წლის არის, რაც ნიშნავს, რომ მისი დაბადების დღე აგვისტოს ბოლოს იყო.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Pottermore-ზე - (იხ. ეს სურათი)
- ↑ 4.0 4.1 „ჰარი პოტერი: შეზღუდული გამოცემა“ - „გრაფიკული ხელოვნების განყოფილების ცნობარი“ (იხ. ეს სურათი)
- ↑ „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“, თავი 7 („ალბუს დამბლდორის ანდერძი“) - რუფუს სკრიმჯერის და ჰერმიონ გრეინჯერის თანახმად სამინისტროს დამბლდორის საკუთრების მხოლოდ 31 დღის განმავლობაში საკუთარ მფლობელობაში დატოვების უფლება ჰქონდა, როგორც ამას ნებადართული კონფისკაციის დეკრეტი ითვალისწინებდა. რონალდ უისლი, ჰერმიონ გრეინჯერი და ჰარი პოტერი დამბლდორის პირად მფლობელობაში არსებული ნივთების მფლობელები გახდნენ 1997 წლის 31 ივლისს, ჰარის მეჩვიდმეტე დაბადების დღეს. ვინაიდან ამ თავში ნახსენებია, რომ „ოცდათერთმეტი დღე გავიდა“, რაც ნიშნავს, რომ ალბუსი დაიღუპა ამდენივე დღით ადრე, 30 ივნისის საღამოს.
- ↑ ორივე მშობელი ჯადოქრები ჰყავდა, თუმცა დედა, კენდრა დამბლდორი, იყო მაგლური წარმოშობის, რაც ნიშნავს, რომ იგი შერეულსისხლიანიც იყო.
- ↑ „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“
- ↑ „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, თავი 1 („ბიჭი, რომელიც ცოცხალი გადარჩა“) - „მისი შევერცხლილი თმა-წვერის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, ძალზე ხანდაზმული კაცი ჩანდა. თმაც და წვერიც იმსიგრძე ჰქონდა, თავისუფლად ჩაიტანდა ქამარში“.
- ↑ „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, თავი 1 („ბიჭი, რომელიც ცოცხალი გადარჩა“) - „ნახევარმთვარისებრი სათვალის მიღმა ნათელი, ცოცხალი, ლურჯი თვალები უციმციმებდა.“
- ↑ 13 ივლისი, 2007 Bloomsbury-ს ჩატი ჯ.კ. როულინგთან
- ↑ ალბუს დამბლდორის ფაქტების დოკუმენტი, Pottermore-ზე (Internet Archive-იდან) (იხ. ეს სურათი)
- ↑ „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი“, თავი 28 („ბატონ კრაუჩის გაგიჟება“) - „ჯადოსნური ჯოხი ჰაერში აღმართა და ჰაგრიდის ქოხის მიმართულებით დაუმიზნა. ჯოხის წვერიდან რაღაც ვერცხლისფერი გამოიჭრა და ხეებს შორის ჩიტი-მოჩვენებასავით ჩაიქროლა.“
- ↑ ჯ.კ. როულინგი ედინბურგის წიგნების ფესტივალზე, კვირა, 15 აგვისტო, 2004- "[შ:] რა ფორმა აქვს დამბლდორის პატრონუსს? [ჯკრ]: კარგი კითხვაა. ვინმემ იცის? მინიშნება არის. იქ ოდნავ ახსენებენ. ფენიქსია, რომელიც დამბლდორთანაა გაიგივებული, მიხვდებით, რატომ.“
- ↑ „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“, თავი 20 („ქსენოფილიუს ლავგუდი“) - „დამბლდორი მკვდარია, ვნახე, როგორც მოკლეს, მკვდარიც ვნახე. ნამდვილად მკვდარია. თანაც, მისი პატრონუსი ფენიქსი იყო და არა — ფურირემი“
- ↑ ჯუდ ლოუ საუბრობს ახალგაზრდა დამბლდორის როლის შესრულებაზე, EW.com
- ↑ „ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი (ფილმი)“ (იხ. ეს სურათი)
- ↑ „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“, თავი 18 („მთვარეულა, გრძელკუდა, მაწანწალა და ქორბუდა“), რემუს ლუპინი ამბობს: „მაშინ პატარა ვიყავი, როცა დამკბინეს...მერე დირექტორდ დამბლდორი დანიშნეს, მას ძალიან შევეცოდე“. როგორც უთითებს ჯ.კ. როულინგის პუბლიკაცია: „რემუს ლუპინი“ საიტ Wizarding World-ზე, რემუს ლუპინი მაქციად იქცა, სანამ 5 წლის გახებოდა, 1965 წლის მარტში, ხოლო დამბლდორი მას უკვე დირექტორის სახით ეწვია მეთერთმეტე დაბადების დღემდე. ამრიგად, დამბლდორი დირექტორი გახდა 1965 წლის მარტის და 1971 წლის მარტის შუალედში.
- ↑ Pottermore-ზე - შესავალი გრიფინდორელებისთვის (გაშიფრული ვარიანტი იხ. აქ)
- ↑ „ჰარი პოტერის ფილმების ჯადოქრობა“
- სტატიები ინფორმაციით თემაზე ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები
- სტატიები ინფორმაციით საიტ Pottermore-იდან
- სტატიები ინფორმაციით თემაზე ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
- სტატიები ინფორმაციით თემაზე ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი
- სტატიები ინფორმაციით თემაზე ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი (ფილმი)
- სტატიები ინფორმაციით თემაზე ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე
- სტატიები ინფორმაციით საიტ Wizarding World-იდან
- სტატიები ინფორმაციით თემაზე ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი
- სტატიები ინფორმაციით თემაზე ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი
- სტატიები ინფორმაციით თემაზე ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი
- სტატიები ინფორმაციით თემაზე ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი
- სტატიები ინფორმაციით თემაზე ჰარი პოტერი: ჰოგვორტსის საიდუმლო
- სტატიები ინფორმაციით თემაზე ჰარი პოტერი: ჯადოქრების გაერთიანება
- სტატიები თემაზე ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაულები
- ალქიმიკოსები
- უძლეველი ჯოხის ბატონები
- ასტრონომიის კოშკში ბრძოლის მონაწილეები
- ასწლოვანები
- განაწილებულნი 1892 წელს
- გარდაცვლილნი
- გელერტ გრინდელვალდის მიმდევრები
- გოდრიკ ჰოლოუში დუელის მონაწილეები
- გრიფინდორელები
- გრიფინდორის ფაკულტეტი
- დაბადებულნი 1881 წელს
- დამბლდორების ოჯახი
- დამბლდორის არმია
- დაუქორწინებელნი
- ვიზენგამოტის წევრები
- თვითმკვლელობით გარდაცვლილნი
- თვის ჯადოქარი
- ინგლისელები
- კანონმდებლები
- ლეგილიმენტები
- მაგების საერთაშორისო კონფედერაციის პრეზიდენტები
- მამრობითი სქესის წარმომადგენლები
- მეორე ჯადოქრული ომის მსხვერპლები
- მერლინის ორდენის მფლობელები
- მესაიდუმლეები
- მომაკვდინებელი წყევლით დაღუპულნი
- მქსოველები
- ნახევრად ობლები
- ოკლუმენტები
- პადლმერ იუნაიტედის გულშემატკივრები
- პაროლები
- პორტრეტები
- საიდუმლოებების დეპარტამენტში ბრძოლის მონაწილეები
- სევერუს სნეიპის მიერ მოკლულები
- უორლოკები
- ფენიქსის მეორე ორდენი
- ფენიქსის პირველი ორდენი
- ფილოსოფიური ქვის მცველები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონეები
- შელოცვების გამომგონებელნი
- შერეულსისხლიანები
- შოკოლადის ბაყაყების ოქროს ბარათები
- ცისფერთვალებიანი პერსონაჟები
- ჯადოქართა სასამართლო საბჭოს წევრები
- ჯადოქრები
- ჯიშის წამბილწველები
- ჰარი პოტერის სადისციპლინო მოსმენის მონაწილეები
- ჰედ ბოები
- ჰოგვორტსის ბნელი ძალებისგან თავდაცვის ხელოვნების პროფესორები
- ჰოგვორტსის დირექტორები
- ჰოგვორტსის პრეფექტები
- ჰოგვორტსის ტრანსფიგურაციის პროფესორები
- ჰოგვორტსის ციხე-კოშკში დაკრძალულნი
- ჰომოსექსუალები
- ჰორკრუქსების გამანადგურებლები
- ჰორკრუქსების მაძიებლები
- ჰორკრუქსების მფლობელები