FANDOM


მადამ ამელია[4] ბონსი (დ. ივლისის შუა რიცვხები, 1996[2]) იყო ბრიტანელი ჯადოქარი, ჯადოქრული ძალოვანი სტრუქტურების დეპარტამენტის თავმჯდომარე. მისი მშობლები იყვნენ მისტერ და მისის ბონსები. სავარაუდოდ, ამელია, როგორც ბევრი ჯადოქარი, სწავლობდა ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში, მოგვიანებით კი მუშაობა დაიწყო მაგიის სამინისტროში.

ბონსი, ვიზენგამოტის წევრი, ესწრებოდა ჰარი პოტერის ჰარი პოტერის სადისციპლინო მოსმენას. განსხვავებით კორნელიუს ფაჯისგან, იყო სამართლიანი ბრალმდებელი და გაოგნებული და შთაგონებული იყო იმით, რომ ჰარის შეეძლო სრული პატრონუსის შექმნა. მან ხმა მისცა ჰარისადმი წარდგენილი ყველა ბრალდების გაუქმებას და პოტერი გაათავისუფლეს. ერთი წლის თავზე, 1996 წლის ივლისის მეორე კვირა იყო, როდესაც ამელია, სავარაუდოდ, ვოლდემორმა მოკლა, თუმცა ბონსმა მას გამბედავად წინააღმდეგობა გაუწია.[5]

გამოჩენები

შენიშვნები და სქოლიო

  1. სიუზანს სახელი დაარქვეს ამელიას პატივსაცემად, რაც იმას ნიშნავს, რომ 1979 წელს ამელია ჯერ ცოცხალი იყო. თუმცა, თუკი გოგონა 1979 წელს დაიბადა, იგი ამ დროს 16 წლის იქნებოდა, ანუ მისი ასაკი არ იქნებოდა დამაკმაყოფილებელი ვიზენგამოტის წევრობისთვის. ამრიგად, იგი, სულ მცირე, 17 წლის უნდა ყოფილიყო. მისი დაბადების თარიღი უნდა ყოფილიყო სულ მცირე, 1978 წლის აგვისტო, ვინაიდან ჰარის სასამართლო გაიმართა 1995 წლის 12 აგვისტოს.
  2. 2.0 2.1 „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“, თავი 1 („მეორე მინისტრი“) - „ამინდიც კი მოჟამული იდგა. გაგონილა მოტიო ნისლი გაგანია ივლისში?“ [...] „რა კვირა გამოვიარე...რა კვირა...“ „– მაშ, თქვენც ცუდი კვირა გქონდათ? – მშრალად ჰკითხა პრემიერ-მინისტრმა, რითაც ცხადად აგრძნობინა ფაჯდს, ჩემი პრობლემებიც მყოფნის, თქვენიც რომ არ დამიმატოთო. „– დიახ, რასაკვირველია, – დაქანცულმა ფაჯმა თვალები მოიფშვნიტა და დაღვრემილმა შეხედა პრემიერ-მინისტრს, – მეც ისეთივე კვირა მქონდა, როგორიც – თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო...ბროკდეილის ხიდი, ბონსისა და ვენსის მკვლელობა... რომ აღარაფერი ვთქვათ დასავლეთ საგრაფოებში დატრიალებულ ვაიუშველებელზე...“
  3. „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“, თავი 8 („მოსმენა“) - „ფაჯს მარცხნივ კვადრატულნიკაპიანი წარმოსადეგი ჯადოქარი ქალი ეჯდა. ქალს ძალიან მოკლედ შეკრეჭილი ჭაღარა თმა ჰქონდა..."
  4. „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“, თავი 8 („მოსმენა“)
  5. „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“, თავი 1 („მეორე მინისტრი“)
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.