FANDOM


იაკობ კოვალსკი (დაახლ. 6 დეკემბერი, 18995 დეკემბერი 1900) იყო პოლონელი[2] ამერიკელი არაჯადოქარი, რომელიც 1920-იანებში[5][6] ცხოვრობდა ნიუ-იორკში რივინგტონ-სტრიტის 435-ში[7].

მონაწილეობდა პირველ ჯადოქრულ ომში.[8] დაბრუნდა რა შტატებიდან შინ, მუშაობდა მორტონ დეილის კონსერვების ქარხანაში, მაგრამ ოცნებობდა მცხობელის კარიერაზე.[5][6][4] 1926 წლის 5 დეკემბერს 2300 აშშ დოლარის ოდენობის სესხის მისაღებად მიმართა სტინის ეროვნულ ბანკს[1], თუმცა უარი მიიღო.

ბანკში იაკობმა გაიცნო ნიუტ სკამანდერი, ბრიტანელი ჯადოქარი, რომელიც ნიუ-იორკში ჯადოსნური ცხოველების შესასწავლად ჩავიდა.[5][6][9][10] ნიუტის დახმარებით კოვალსკი ეზიარა ჯადოსნურ სამყაროს, თუმცა მისი მოგონებები შემდგომში, ჯადოქრული კანონების მიხედვით, წაიშალა.

მოგვიანებით იაკობმა საკუთარი საცხობი გახსნა, რაშიც ოკამიის ვერცხლის კვერცხები გამოადგა, ხოლო ქვეცნობიერად — მოგონებები ნიუტთან თავგადასავლების შესახებ.

შემდგომში გაირკვა, რომ იაკობის მეხსიერებიდან ყველაფერი არ გამქრალა. იგი დაუბრუნდა თავის შეყვარებულს, ქუინის. მართალია, თავს ბედნიერად გრძნობდნენ, ჯადოქარი განიცდიდა, რომ იაკობს არ მოსწონდა მათ უნდა ჯადოქრების კანონის დარღვევა და ასეთი მომავალი ქორწინების პერსპექტივა. ამიტომ, ბედნიერი მომავლისთვის, ქუინიმ იაკობი მოაჯადოვა, მაგრამ სიმართლე გაირკვა, როდესაც ნიუტს ეწვივნენ. ქუინისთან კამათის შემდეგ იაკობი ნიუტს გაჰყვა, მაგრამ შეყვარებულს გელერტ გრინდელვალდთან მიაგნო — ქუინი ფიქრობდა, რომ გრინდელვალდის დახმარებით ისინი კვლავ ერთად ყოფნას შეძლებდნენ. იაკობმა ქუინის დათანხმება სცადა, მაგრამ გელერტთან შეტაკებისას დამარცხდა. ქუინი, საბოლოოდ, ბნელ ჯადოქარს შეუერთდა და იაკობიც მიატოვა.

გამოჩენები

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 „ცხოველების საქმე: შეისწავლეთ „ჯადოსნური ცხოველების“ კინოჯადოქრობა“ (იხ. ეს სურათი)
  2. 2.0 2.1 ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი: ფილმის ჯადოსნური ცნობარი (იხ. ეს სურათი)
  3. 3.0 3.1 3.2 „ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი (ფილმი)“ - (იხ. ეს სურათი)
  4. 4.0 4.1 EW - ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი, პერსონაჟების პოსტერები
  5. 5.0 5.1 5.2 ცნობილია 'ჯადოსნური ცხოველების' პერსონაჟების აღწერა
  6. 6.0 6.1 6.2 "ყველაფერი, რაც 'ჯადოსნურ ცხოველებზე' ამ კვირაში შევიტყვეთ", Pottermore-ზე
  7. „ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი (ფილმი)“ - (იხ. ეს სურათი)
  8. კადრის მიღმა, Pottermore-ზე Twitter-ზე
  9. 'ჯადოსნური ცხოველების' მსახიობები საუბრობენ ჯოხებზე, არსებებზე, ნიუტსა და მის მეგობრებზე, სეილემზე და სხვა საკითხებზე", SnitchSeeker.com
  10. "'ჯადოსნური ცხოველები': 'საიდუმლოებთა და ტყუილთა' მსახიობი დენ ფოგლერი უერთდება 'ჰარი პოტერის' დამატებას", Variety.com
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.