FANDOM


Showme
„მიჩვენე!“
ამ სტატიის თემაა ჰარი პოტერის დედა. შესაძლოა, ეძებთ სტატიას, რომელშიც აღწერილია ჰარი პოტერის ქალიშვილი.

ლილი ჯ.[9] პოტერი (ქორწინებამდე ევანსი) (30 იანვარი[1], 196031 ოქტომბერი, 1981) იყო ინგლისელი მაგლური წარმოშობის[10] ჯადოქარი, მისტერ და მისის ევანსების უმცროსი ქალიშვილი, პეტუნია ევანსის უმცროსი და. საკუთარი ჯადოქრული თვისებების შესახებ შეიტყო ბავშვობისას, სევერუს სნეიპისგან, რომელმაც ჯადოქრობის არსებობის შესახებ უამბო. 1971-1978 წლებში ლილი დადიოდა ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა. იგი მოხვდა გრიფინდორის ფაკულტეტზე და შედიოდა სლაგჰორნის კლუბის შემადგენლობა. მეშვიდე წელს ჰედგერლი გახდა და იმ დროიდან ჯეიმს პოტერთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა.

ჰოგვორტსის შემდეგ ლილიმ და ჯეიმსმა იქორწინეს. მეგობრებთან, სირიუს ბლექთან, რემუს ლუპინთან და პიტერ პეტიგრიუსთან ერთად, ისინი პირველი ჯადოქრული ომის დროს შეუერთდნენ ფენიქსის ორდენს. მათი ერთადერთი შვილის, ჰარი ჯეიმს პოტერის ნათლია სირიუსი გახდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გაიჟღერა პირველმა წინასწარმეტყველებამ ბნელი ლორდის შესახებ, ოჯახი დაემალა ლორდ ვოლდემორს, რომელსაც პოტერები მანამდე ებრძოდნენ. პეტიგრიუმ მათ უღალატა და გასცა. ამრიგად, ვოლდემორმა 1981 წელს, ჰელოუინზე, ჯეიმსიც და მისი მეუღლეც მოკლა.

1998 წლის მაისში ლილი მცირე ხნით გამოჩნდა სიცოცხლის ქვის მეშვეობით, ჰარის ჰოგვორტსის ბრძოლაში თავგანწირვამდე. მასთან ერთად იდგნენ ჯეიმსი, სირიუსი და რემუსი. მეორე ჯადოქრული ომის შემდეგ მის პატივსაცემად ჰარიმ და ჯინი უისლიმ ერთ-ერთ შვილს დაარქვეს ლილი.

გამოჩენები

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“, თავი 16 („გოდრიკ ჰოლოუ“)
  2. ჯ.კ. როულინგის პუბლიკაცია: „Cokeworth“ საიტ Wizarding World-ზე
  3. „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“
  4. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“, თავი 34 („ისევ ტყეში“)
  5. „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“: მითითებულია, რომ მისი თმა იყო წითური; „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“: მითითებულია, რომ თმა მუქი ჰქონდა. მუქი წითური არის მოწითალო.
  6. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“, თავი 33 („პრინცის ნაამბობი“)
  7. „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, თავი 5 („მრუდე ქუჩა“)
  8. ჯ.კ. როულინგი და ჩატი, Bloomsbury.com, 30 ივლისი, 2007
  9. „ჰარი პოტერი: არტეფაქტების საცავი“, შენიშვნა, გვერდი 74, იხ. (იხ. ეს სურათი).
  10. „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.