FANDOM


ლუნა სკამანდერი[10] (ქორწინებამდე ლავგუდი[11]) (დ. 13 თებერვალი, 1981[1]) იყო ბრიტანელი ჯადოქარი, ქსენოფილიუს და პანდორა ლავგუდების ერთადერთი შვილი. დედა ტრაგიკულად დაიღუპა შელოცვებით ექსპერიმენტებისას, როდესაც გოგონა 9 წლის იყო და ლუნას ზრდიდა მამა, ჟურნალ „ქარაგმების“ რედაქტორი, სახლში, რომელიც მდებარეობდა დევონში, ოტერი-სენტ-კეჩპოულში.

ლუნა 1992-1999 წლებში ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში სწავლობდა, რეივენქლოს ფაკულტეტზე. სწავლის მეოთხე წელს შეუერთდა დამბლდორის არმიას, სადაც მნიშვნელოვან წევრად იქცა. 1996 წელს მონაწილეობდა საიდუმლოებების დეპარტამენტში მომხდარ ბრძოლაში, ხოლო 1997 წელს — ასტრონომიის კოშკის ბრძოლა. დამბლდორის აღდგენილ არმიას ხელმძღვანელობდა, როდესაც ჰოგვორტსს ლორდი ვოლდემორი დაეუფლა.

მამის პოლიტიკურ შეხედულებათა გამო ლუნა სიკვდილის მხვრელებმა გაიტაცეს და ქსენოფილიუსს აშინებდნენ. გოგონა მალფოების მამულის სარდაფში თვეების განმავლობაში გამოკეტილი იყო. იგი, სხვებთან ერთად, 1998 წლის გაზაფხულზე გაათავისუფლა დობი. „ნიჟარაში“ დარჩენის შემდეგ ლუნა ჰოგვორტსში დაბრუნდა და ჩაება მეორე ჯადოქრული ომის უკანასკნელ ბრძოლაში.

ომის შემდეგ ლუნა მაგიოზოოლოგი გახდა, იკვლევდა და კლასიციფირებას უწევდა სხვადასხვა, მანამდე უცნობ არსებას. იქორწინა როლფ სკამანდერთან, რომელთანაც ტყუპი შვილები, ლორკანი და ლისანდერი ეყოლა. მის პატივსაცემად მესამე შვილს სახელი დაარქვეს ჰარი და ჯინი პოტერებმა.

გამოჩენები

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 მკითხველთა კითხვები არასოდეს მბეზრდება! ლუნას დაბადების დღე 13 თებერვალია, ჯ.კ. როულინგი Twitter-ზე, 17 ივლისი 2015
  2. ექსკლუზიური ინტერვიუ ჯ.კ. როულინგთან, South West News Service, 8 ივლისი, 2000
  3. ლუნას ორივე მშობელი ჯადოქრული ოჯახიდან მომდინარეობდა. ისევე, როგორც მამა, ლუნა არსად იმალებოდა, როდესაც ტაციები ბრიტანეთში დახეტიალობდნენ. მაგლური წარმოშობის პიროვნებებისგან განსხვავებით, ლუნა ჰოგვორტსში საბოლოო სასწავლო წელს დაბრუნდა. ამრიგად, იგი ან წმინდასისხლიანი, ან შერეულსისხლიანი იყო.
  4. „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“
  5. „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“
  6. 6.0 6.1 „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“, თავი 10 („ლუნა ლავგუდი“)
  7. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“, თავი 23 („მალფოების მამული“)
  8. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“
  9. ინტერვიუ ევანა ლინჩთან, საიტი Snitch Seeker
  10. იხ. here.
  11. „ჰარი პოტერი: ჯადოქრების გაერთიანება“
დამბლდორის არმია
დამაარსებლები
ჰარი პოტერი · ჰერმიონ გრეინჯერი · რონალდ უისლი
ხელმძღვანელები
ჰარი პოტერი · ნევილ ლონგბოტომი · ლუნა ლავგუდი · ჯინი უისლი
წევრები
Gryffindor ClearBG2 გრიფინდორი ქეითი ბელი · ლევენდერ ბრაუნი · კოლინ კრივი · დენის კრივი · სიმუს ფინიგანი · ანჯელინა ჯონსონი · ლი ჯორდანი · პარვატი პეტილი · ალისია სპინეტი · დინ ტომასი · რომილდა ვეინი · ფრედ უისლი · ჯორჯ უისლი · ნაიჯელ ვოლპერტი · უცნობი გოგონა
Dumbledore army
Ravenclaw ClearBG2 რეივენქლო ტერი ბუტი · ჩო ჩენგი · მაიკლ კორნერი · მარიეტა ეჯკომბი · ენტონი გოლდშტეინი · პადმე პეტილი · უცნობი ბიჭუნა
Hufflepuff ClearBG2 ჰაფლეპაფი ჰანა ებოტი · სიუზან ბონსი · ჯასტინ ფინჩ-ფლეჩლი · ერნი მაკმილანი · ზაქარია სმიტი · ლინი · უცნობი გოგონა
უცნობი ფაკულტეტი ლუკა კარუსო · ელის ტოლიპანი
მოკავშირეები და სხვა დაკავშირებული პიროვნებები
ფენიქსის ორდენი · ჰოგვორტსის შტატი · აუგუსტა ლონგბოტომი · ანდრომედა ტონქსი · ტედ ტონქსი · პერსი უისლი · ოლივერ ვუდი · გრაუპი · დობი · ვინკი · ჰოგვორტსის შინაური ელფები · აკრძალული ტყის კენტავრების კოლონია · ჰოგვორტსის ჰიპოგრიფების გუნდი · ჰოგვორტსის მოჩვენებები · ჰოგვორტსის მოსწავლეები · ჰოგვორტსის თესტრალების გუნდი
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.