FANDOM


Showme
„მიჩვენე!“
ამ სტატიის თემაა ჰოგვორტსის გასაღებების და მიწების მცველი. შესაძლოა, ეძებთ სტატიას, რომელშიც აღწერილია მისი ოჯახი.

პროფესორი რუბეუს ჰაგრიდი (6 დეკემბერი, 1928[11][12]) იყო ინგლისელი ნახევრად გოლიათი, მისტერ ჰაგრიდის და გოლიათ ფრიდვულფას ვაჟი, გრაუპის ნახევარძმა.

1940 წელს ჰოგვორტსში გრიფინდორის ფაკულტეტზე მოხვდა. როდესაც სწავლის მესამე წელს გადიოდა, ტომ რიდლის ძალისხმევით მას დააბრალეს საიდუმლო ოთახის გახსნა და აკრომანტულას რამდენიმე მოსწავლეზე მიშვება და ერთ-ერთი მათგანის მოკვლაც. მართალია, მისი ჯოხი ამის შემდეგ გადატეხეს და თავად რუბეუსი სკოლიდან გარიცხეს, მისი გასაღებების და მიწების მცველის თანამდებობაზე დანიშნეს და, ალბუს დამბლდორის ნებართვით, სკოლასთან ცხოვრობდა.

1991 წელს მან ჰარი პოტერი იპოვა და დააბრუნა ჯადოქრულ სამყაროში. 1993 წელს, მას შემდეგ, რაც პროფესორმა სილვანუს ქეთლბერნმა საკუთარი თანამდებობა დატოვა, ჰაგრიდი გახდა ჯადოსნურ არსებათა მოვლის პროფესორი. როგორც ძველი და აღდგენილი ფენიქსის ორდენის წევრი, მონაწილეობდა პირველ და მეორე ჯადოქრულ ომებში, ისევე, როგორც ჰოგვორტსის ბრძოლაში, 1998 წელს. 2017 წლისთვის იგი კვლავ ცოცხალი იყო და, შესაძლოა, ჰოგვორტსში კვლავ ჩვეულ საქმიანობას ეწეოდა.

შენიშვნები და სქოლიო

  1. ინტერვიუ როულინგთან და ფრაისთან ალბერტ-ჰოლში
  2. ჯ.კ. როულინგის კომენტარები კარნეგი ჰოლში
  3. „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“, თავი 33 („კენტავრები და თესტრალები“) - „გრაუპი უნდა ჰაგერი!“
  4. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“, თავი 32 („უძლეველი ჯოხი“)- „ჰაგერ?“
  5. „ჰარი პოტერი: შეზღუდული გამოცემა“ (იხ. ეს სურათი)
  6. „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, თავი 1 („ბიჭი, რომელიც ცოცხალი გადარჩა“) - „ჩვეულებრივ ადამიანზე ორჯერ მაღალი და, სულ ცოტა, ხუთჯერ განიერი, ნამდვილ ველურსა ჰგავდა. გაბურძგნილი წვერი და შავი, წინ ჩამოყრილი, აჩეჩილი თმა თითქმის მთლიანად უფარავდა სახეს, ხელის მტევნები სანაგვე ყუთის სარქველებს მიუგავდა, ტყავისჩექმებიანი ფეხები კი – ციცქნა დელფინებს.“
  7. „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, თავი 4 („გასაღებების მცველი“) - „კარში ნამდვილი გოლიათი იდგა, გრძელი, აჩეჩილი თმითა და გაბურძგნილი წვერით, სახეზე მხოლოდ თვალები უჩანდა – ხოჭოსავით მბზინავი ორი შავი წერტილი.“
  8. „LEGO Harry Potter: Years 1-4“
  9. ჰაგრიდი ვერ ქმნიდა პატრონუსს. შელოცვა ძალიან რთული იყო., ჯ.კ. როულინგი Twitter-ზე
  10. Barnes and Noble-ის და Yahoo!-ის 2000 წლის ვებჩატი
  11. „JKRowling.com-ის არქივები: დაბადების დღეები“ Mugglenet-იდან
  12. „საიდუმლო ოთახში“ თარიღი მითითებულია როგორც 1992-1993. აგრეთვე ნახსენებია, რომ ჰაგრიდი მანამდე 50 წლით ადრე გარიცხეს (1943 წელს), როდესაც ჰოგვორტსში სწავლის მესამე წელს გადიოდა. მესამე წელი ყოველთვის ემთხვევა მოსწავლის 13-14 წლის ასაკს, ანუ ჰაგრიდი დაიბადა 1928 წელს.
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.