FANDOM


უძლეველი ჯოხი იყო ერთ-ერთი სამი ობიექტიდან, რომლებსაც ეწოდებოდათ სიკვდილის საჩუქრები. როგორც აღწერს „სამი ძმის ამბავი“, ეს აგრეთვე იყო პირველქმნილი საჩუქარი, რომელიც, შესაძლოა, თავად სიკვდილმა შექმნა. ჯოხი ანტიოქე პევერელის საფლავში რჩებოდა, მისივე ანდერძის თანახმად. ლეგენდების თანახმად, ნებისმიერი, ვინც ფლობდა სამივე საჩუქარს — ჯოხს, სიცოცხლის ქვას და უჩინმაჩინის მოსასხამს — იქცეოდა სიკვდილის მბრძანებლად.[4]

ამბობენ, რომ უძლეველი ჯოხი იყო ყველაზე ძლევამოსილი ჯოხი ოდესმე შექმნილთა შორის. მისი საშუალებით შესაძლო იყო ბევრი ოსტატი ჯადოქრისთვის წარმოუდგენელი რამეების შესრულებაც, მაგალითად, სხვა, გატეხილი ჯოხის აღდგენა.[5] ჯოხის გულს წარმოადგენდა თესტრალის ძუა და მხოლოდ სიკვდილთან შეხვედრილ ჯადოქარს შეეძლო მისი გამოყენება, ვინაიდან თესტრალებსაც მხოლოდ ისეთები ხედავდნენ, ვისაც სიკვდილი უნახავთ.[6]

გამოჩენები

შენიშვნები და სქოლიო

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.