FANDOM


Showme
„მიჩვენე!“
ამ სტატიის თემაა პერსონაჟი. შესაძლოა, ეძებთ სტატიას, რომელშიც აღწერილია რომანები, ფილმების სერია, ვიდეოთამაშები ან საუნდტრეკები.
"– მოკლედ, შენ სიყვარულის უნარი გიცავს! – ხმამაღლა განუცხადა დამბლდორმა, – მხოლოდ ასეთ დაცვას შეუძლია უსაზღვრო ძალუფლების წყურვილს გაუმკლავდეს! მიუხედავად მრავალი ცდუნებისა, მიუხედავად იმ ტანჯვისა, რაც გადაიტანე და რასაც გაუძელი, გული შეუბღალავი დაგრჩა, ისეთივე უბიწო, როგორიც თერთმეტი წლისას გქონდა, როცა სილივრუს სარკეში ჩაიხედე. სარკემ მხოლოდ და მხოლოდ ლორდი ვოლდემორის დამხობის გზა გიჩვენა და არა უკვდავება ან სიმდიდრე. ჰარი, გაქვს კი წარმოდგენა, რა ცოტა ჯადოქარს დაუნახავს ის, რაც შენ ნახე სარკეში?"
—ჰარის აღწერა[წყარო]

ჰარი ჯეიმს[57] პოტერი (31 ივლისი 1980[1]) იყო ინგლისელი შერეულსისხლიანი[2], თანამედროვეთა შორის ერთ-ერთი ცნობილი ჯადოქარი. მისი მშობლები იყვნენ ჯეიმს და ლილი პოტერები, ფენიქსის ორდენის თავდაპირველი წევრები. ჰარის დაბადების შესახებ ცნობილი იყო წინასწარმეტყველებიდან, რომლის მიხედვით მას ან ნევილ ლონგბოტომს უნდა გაენადგურებინათ ლორდი ვოლდემორი. მას შემდეგ, რაც სევერუს სნეიპის მეშვეობით ვოლდემორმა წინასწარმეტყველების მხოლოდ ერთი ნაწილი შეიტყო, ჰარი საკუთარ სამიზნედ აირჩია, მათ შორის ბევრი მსგავსების გამო. პოტერების ოჯახმა მისგან დამალვა სცადა და, როდესაც ბიჭუნა მხოლოდ ერთი წლის და სამი თვის ასაკის იყო, ვოლდემორი მათ თავს დაესხა. მართალია, მშობლები ამ თავდასხმას შეეწირნენ, მაგრამ მისი მცდელობა, ჰარიც მოეკლა, საბოლოოდ, წარუმატებელი აღმოჩნდა და ვოლდემორმა სხეული დაკარგა. ამით დასრულდა პირველი ჯადოქრული ომი, ხოლო ჰარის ეწოდა „ბიჭი, რომელიც ცოცხალი გადარჩა“[5], ვინაიდან იგი სასიკვდილო წყევლისგან ერთადერთი გადარჩენილი იყო.

ლილის თვითგანწირვის შედეგად ისე მოხდა, რომ ჰარის ზრდიდნენ მაგლები, დეიდა პეტუნია და მისი ქმარი, ვერნონი — ახლო ნათესავებს შორის ბიჭუნა მხოლოდ მათ იმედად იყო. სანამ მათთან ცხოვრობდა, ვოლდემორისგან დაცული იქნებოდა ალბუს დამბლდორის სისხლისმიერი კავშირის შელოცვის მეშვეობით.[58] სწორედ ამ შელოცვით პოტერი დაცული იყო სრულწლოვან ასაკამდე ან იმ დრომდე, როდესაც დეიდის სახლს სამუდამოდ დატოვებდა. თუმცა, ვინაიდან პეტუნიასთვის მიუღებელი იყო საკუთარი დის საოცარი უნარები, ჰარისაც აღმზრდელი დეიდა და მისი ქმარი მრავალი წლის განმავლობაში ჩაგრავდნენ.

რა მოახლოვდა მისი მეთერთმეტე დაბადების დღე, ჰარიმ მიიღო უამრავი იდუმალი წერილი, შემდეგ კი რუბეუს ჰაგრიდისგან შეიტყო თავისი ჯადოქრული წარმოშობის შესახებ.[59] ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში 1991 წელს ჩაირიცხა და მოხვდა გრიფინდორის ფაკულტეტზე[60] — მიუხედავად იმისა, რომ გამანაწილებელი ქუდი მას უქადიდა შესანიშნავ მომავალს სლიზერინელებთან ერთად. სკოლაში მისი საუკეთესო მეგობრები გახდნენ რონ უისლი და ჰერმიონ გრეინჯერი. თავად ქვიდიჩში აღიარება მოიპოვა როგორც სიკერმა და ასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში სპორტის ამ სახეობაში ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ იქცა, ისევე, როგორც ფაკულტეტის კაპიტნად, მოიპოვა  ქვიდიჩის ორი თასი.[61] ადრეულ წლებში აგრეთვე სახელი გაითქვა ფილოსოფიური ქვის დაცვით, რონის დის, ჯინი უისლის გადარჩენით, საიდუმლო ოთახის მიერ გამოწვეული უსიამოვნებათა მიზეზის დადგენით (მოკლა  სალაზარ სლიზერინის ბასილისკო) და ცამეტი წლის ასაკში ხარირემის პატრონუსის გამოძახების ხელოვნების დაუფლებით. მეოთხე სასწავლო წლისას სამი ჯადოქრის ტურნირის ჩემპიონი გახდა, თუმცა ამ შეჯიბრის მიწურულს ტრაგიკულად დაიღუპა სედრიკ დიგორი და დაბრუნდა ლორდი ვოლდემორი. შემდეგ წელს პოტერმა შეკრიბა და სხვადასხვა შელოცვის გამოყენება ასწავლა დამბლდორის არმიას, რომელთან ერთად მოგვიანებით მოხვდა საიდუმლო დეპარტამენტში, სადაც ბრძოლისას დაკარგა ნათლია, სირიუს ბლეკი.

ჰარიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეორე ჯადოქრული ომის დროს. რონთან და ჰერმიონთან ერთად მან იპოვა და გაანადგურა ვოლდემორის ჰორკრუქსები. ჰოგვორტსის ბრძოლისას მის თვალწინ დაიღუპნენ სევერუს სნეიპი და ფრედ უისლი, მოგვიანებით კი შეიტყო რემუს ლუპინის, ნიმფადორა ტონქსის, კოლინ კრივის და სხვა მსხვერპლთა შესახებ. იგი პირისპირ შეხვდა ვოლდემორს და თავი მსხვერპლად გაიღო, იცოდა რა, რომ ამით მასში უკანასკნელი ჰორკრუქსიც განადგურდებოდა. წყვდიადში ყოფნისას იგი კვლავ შეხვდა ალბუს დამბლდორს და მიიღო დამატებითი ცნობები ვოლდემორის შესახებ. როდესაც მიეცა საშუალება, გაეგრძელებინა სიცოცხლე ან წყვდიადში დარჩენილიყო, სიცოცხლე აირჩია და, მტერი, საბოლოო ბრძოლისას, გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ჰარი გახდა ერთადერთი სიკვდილის მბრძანებელი, ვინაიდან 18 წლისაც არ იყო, როდესაც მის მფლობელობაში მოხვდა სიკვდილის სამივე საჩუქარი.

ომის შემდეგ ჰარი აურორი გახდა. მისი დახმარებით აღდგა და შეიცვალა მაგიის სამინისტრო.[55] ჰარიმ საბოლოოდ იქორწინა ჯინისთან, რომელთანაც სამი შვილი ეყოლა: ჯეიმს სირიუსი (რომელსაც სახელი შეურჩია მამის და ნათლიის პატივსაცემად), ალბუს სევერუსი (სახელი მიიღო ალბუს დამბლდორის და სევერუს სნეიპის პატივსაცემად) და ლილი ლუნა (რომელსაც ასე დაარქვა დედის და ლუნა ლავგუდის პატივსაცემად). იგი აგრეთვე ედვარდ რემუს ლუპინის, რემუსის და ნიმფადორას დაობლებული შვილის ნათლია იყო.

2007 წელს ჰარი, 26 წლის ასაკში, გახდა აურორთა კაბინეტის უფროსი[62][54] ჰოგვორტსში, ბნელი ძალებისგან თავდაცვის ხელოვნების გაკვეთილებს იგი დროდადრო მიწვეული მასწავლებლის სახით ესწრებოდა.[55] 2020 წლის ზაფხულში გახდა ჯადოსნური ძალოვანი სტრუქტურების თავმჯდომარე.[56]

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 შეისწავლეთ ამბავი: „ჰარი პოტერი“ საიტ Wizarding World-ზე
  2. 2.0 2.1 „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“, თავი 17 („სლიზერინის მემკვიდრე“) - ტომ რიდლი ამბობს, რომ „ჩვენ უცნაურად ვგავართ ერთმანეთს. ამას, ალბათ, შენც შეამჩნევდი, ორივეს შერეული სისხლი გვაქვს".
  3. 3.0 3.1 Pottermore-ზე - დამლდორის არმია ერთიანდება ქვიდიჩის მსოფლიო თასის ფინალში (დილის მისანი, 8 ივლისი, 2014)
  4. „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“
  5. 5.0 5.1 „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, თავი 1 („ბიჭი, რომელიც ცოცხალი გადარჩა“)
  6. „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“, თავი 38 („მეორე ომი იწყება“)
  7. 7.0 7.1 „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“, თავი 4 („ჰორაციუს სლაგჰორნი“)
  8. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“, თავი 11 („ქრთამი“)
  9. „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“, თავი 3 („ანდერძი“)
  10. „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“, თავი 7 („სლაგჰორნის კლუბი“)
  11. „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“, თავი 8 („სნეიპის ტრიუმფი“)
  12. „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“, თავი 9 („ნახევარპრინცი“)
  13. „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“, თავი 11 („ჰერმიონის დახმარება“)
  14. 14.0 14.1 „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“, თავი 15 („უტეხი ფიცი“)
  15. „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“, თავი 16 („სუსხიანი შობა“)
  16. „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“, თავი 22 („დაკრძალვის შემდეგ“)
  17. 17.0 17.1 „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“, თავი 19 („ელფები ჯაშუშებად“)
  18. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“, თავი 15 („გობლინის შურისძიება“)
  19. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“, თავი 19 („ვერცხლისფერი ფურირემი“)
  20. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“, თავი 35 („კინგს-კროსი“)
  21. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“, თავი 12 („მაგია ყოვლისშემძლეა“)
  22. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“, თავი 13 („მაგლური წარმოშობის ჯადოქართა სარეგისტრაციო კომისია“)
  23. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“, თავი 16 („გოდრიკ ჰოლოუ“)
  24. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (ფილმი)“
  25. „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“
  26. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“
  27. სწავლის მეორე წელს.
  28. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“, თავი 8 („ქორწილი“) - ამ გამოგონილი სახელით და უისლების გვარით იგი მათთან ყოფნისას იყო ცნობილი, როდესაც ბილ უისლის და ფლერ დელაკურის ქორწილს ესწრებოდა, მრავალწვნიანი სასმელის დახმარებით შეცვლილი გარეგნობით.
  29. ეს ზედმეტსახელი მოიფიქრა, როდესაც იგი ტაციებმა დაიჭირეს. ამისთვის გამოიყენა დეიდამისის ქმრის და შვილის სახელები.
  30. მრავალწვნიანი სასმელის მეშვეობით ჰარი, გადაცმული რანკორნად, შეიპარა მაგიის სამინისტროში.
  31. „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“, თავი 5 („დემენტორი“) - „'ამას ვის ვხედავ' - ვითომ გაიოცა დრაკომ და კუპეს კარი გააღო, პოტერუნა და უისლიკო!'“
  32. „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“, თავი 12 („პროფესორი ამბრიჯი“) - „ოო! სახელოვანი პოტი ცუდ გუნებაზეა! – თქვა პივსმა, გვერდით აედევნა, თან ცერად უყურებდა, – რა მოხდა ამჯერად, ჩემო მშვენიერო დამთხვეულო მეგობარო? უცნაური ხმები გვესმის? მოჩვენებები არ გვასვენებენ? უცნობ... – აქ პივსმა, ცოტა არ იყოს, სათაკილო ხმა გამოსცა, – ენაზე ვლაპარაკობთ?“
  33. „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“, თავი 19 („ლომი და გველი“) - „შეეგუა მათ დაცინვას, ასე რომ, ასეთი შეძახილები: 'ეი, პოტერუნა, უორინგტონმა დაიფიცა, რომ შაბათს ცოცხიდან ჩამოგაგდებს', მხოლოდ ღიმილს ჰევრიდა.“
  34. „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“, თავი 28 („სნეიპის ყველაზე ცუდი მოგონება“) - „ბრძნული საქციელია, გრეინჯერ, – ჩაიცინა მალფოიმ, – ახალი დირექტორი – ახალი წესები... ჭკვიანად იყავი, პოტ... შენც, მეფე უისლი“
  35. „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“, თავი 11 („მებრძოლთა კლუბი“) - „ჰეი, პოტი პოტერ“ – პივსმა ისე ჩაუქროლა, ჰარის სათვალეები მოძვრა“
  36. „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი (GBC)“
  37. „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“, თავი 24 („სეკტუმსემპრა“)
  38. „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, თავი 1 („ბიჭი, რომელიც ცოცხალი გადარჩა“) - „შუბლზე, გიშრისფერი ქოჩრის ქვეშ, უცნაური ფორმის ელვასავით გაკლაკნილი ნაიარევი ჰქონდა.“
  39. 39.0 39.1 „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, თავი 2 („გამქრალი მინა“) - „გამხდარი სახე, ამოყრილი მუხლები, შავი თმა და ღია მწვანე თვალები – ეს იყო ჰარი.“
  40. იხილეთ ეს სურათი, ჯ.კ. როულინგის ნახატით
  41. იხილეთ ეს სურათი ჯ.კ. როულინგის ნახატით წიგნიდან „ჰარი პოტერის ლექსიკონი: უძველესი ნახატები“ (გვერდი 4, „დუელი შუაღამისას“. აქედან ნათელია, რომ დინის კანი უფრო მუქი, ვიდრე ჰარის.
  42. „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, თავი 4 („გასაღებების მცველი“) - „ჰარი გაფითრდა“
  43. „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“, თავი 5 („მტარვალი ტირიფი“) - „ჰარი და რონი გაფითრებულები მიაჩერდნენ ერთმანეთს“
  44. „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“, თავი 2 („მამიდა მარჯის შეცდომა“) - „ჰარი გაფითრებული, გაშტერებული იჯდა...“
  45. 45.00 45.01 45.02 45.03 45.04 45.05 45.06 45.07 45.08 45.09 45.10 45.11 45.12 45.13 45.14 45.15 45.16 45.17 45.18 45.19 „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“
  46. 46.0 46.1 46.2 46.3 ჯ.კ. როულინგის პუბლიკაცია: „პოტერების ოჯახი“ საიტ Wizarding World-ზე
  47. 47.0 47.1 47.2 47.3 47.4 47.5 47.6 47.7 „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“
  48. 48.0 48.1 "ჰარი და დადლი: მომავლის იმედი?" ჯ.კ. როულინგის ოფიციალურ საიტზე
  49. 49.0 49.1 Pottermore-ზე - რონის, ჰერმიონის და როუზ გრეინჯერ-უისლის ახალი სურათები „დაწყევლილი ბავშვიდან“"
  50. 50.0 50.1 50.2 50.3 50.4 50.5 Times Online - ჰარი პოტერის მეგობრების და მათი შვილების დაუწერელი ამბავი
  51. ჯ.კ. როულინგის ინტერვიუ MSNBC-სთან Accio! Quote-ზე
  52. „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“, თავი 7 („ბოგარტი კარადაში“)
  53. „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“, თავი 21 („ჰერმიონის საიდუმლო“)
  54. 54.0 54.1 ჯ.კ. როულინგის ოფიციალური საიტი: თვის ჯადოქარი (დაარქივებული)
  55. 55.0 55.1 55.2 დასრულდა „პოტერი“? როულინგი გვიამბობს, თუ რა გველის, Today (26 ივლისი, 2007)
  56. 56.0 56.1 „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“, მოქმედება პირველი, სცენა მეხუთე
  57. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“, თავი 7 („ალბუს დამბლდორის ანდერძი“)
  58. „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“, თავი 37 („დაკარგული წინასწარმეტყველება“)
  59. „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, თავი 4 („გასაღებების მცველი“)
  60. „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, თავი 7 („გამანაწილებელი ქუდი“)
  61. „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“ - სწავლის მეხუთე წლისას პროფესორმა ამბრიჯმა ჰარის, ისევე, როგორც ფრედ და ჯორჯ უისლებს, ქვიდიჩში მონაწილეობა აუკრძალა. ამრიგად, როდესაც გუნდმა ამ წელს თასი მოიპოვა, ჰარი მის შემადგენლობაში არ შედიოდა.
  62. ჰარი აურორებს შეუერთდა 1998 წელს, 17 წლის ასაკში, ჰოგვორტსის ბრძოლის შემდეგ. 9 წლის შემდეგ, 2007 წელს, იგი დაწინაურდა, რაც ნიშნავს, რომ 26 წლის იყო.
დამბლდორის არმია
დამაარსებლები
ჰარი პოტერი · ჰერმიონ გრეინჯერი · რონალდ უისლი
ხელმძღვანელები
ჰარი პოტერი · ნევილ ლონგბოტომი · ლუნა ლავგუდი · ჯინი უისლი
წევრები
Gryffindor ClearBG2 გრიფინდორი ქეითი ბელი · ლევენდერ ბრაუნი · კოლინ კრივი · დენის კრივი · სიმუს ფინიგანი · ანჯელინა ჯონსონი · ლი ჯორდანი · პარვატი პეტილი · ალისია სპინეტი · დინ ტომასი · რომილდა ვეინი · ფრედ უისლი · ჯორჯ უისლი · ნაიჯელ ვოლპერტი · უცნობი გოგონა
Dumbledore army
Ravenclaw ClearBG2 რეივენქლო ტერი ბუტი · ჩო ჩენგი · მაიკლ კორნერი · მარიეტა ეჯკომბი · ენტონი გოლდშტეინი · პადმე პეტილი · უცნობი ბიჭუნა
Hufflepuff ClearBG2 ჰაფლეპაფი ჰანა ებოტი · სიუზან ბონსი · ჯასტინ ფინჩ-ფლეჩლი · ერნი მაკმილანი · ზაქარია სმიტი · ლინი · უცნობი გოგონა
უცნობი ფაკულტეტი ლუკა კარუსო · ელის ტოლიპანი
მოკავშირეები და სხვა დაკავშირებული პიროვნებები
ფენიქსის ორდენი · ჰოგვორტსის შტატი · აუგუსტა ლონგბოტომი · ანდრომედა ტონქსი · ტედ ტონქსი · პერსი უისლი · ოლივერ ვუდი · გრაუპი · დობი · ვინკი · ჰოგვორტსის შინაური ელფები · აკრძალული ტყის კენტავრების კოლონია · ჰოგვორტსის ჰიპოგრიფების გუნდი · ჰოგვორტსის მოჩვენებები · ჰოგვორტსის მოსწავლეები · ჰოგვორტსის თესტრალების გუნდი
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.